ბმულები ხელმისაწვდომობისთვის

ოპოზიცია დათმობებს „სანახევრო ზომებად“ მიიჩნევს


k.
k.

პრეზიდენტმა იანუკოვიჩმა რამდენიმე ინიციატივა წამოაყენა, მათ შორის აქციაზე ძალადობის ხელმძღვანელების დასჯაც იყო

მიმდინარე ანტისამთავრობო აქციების ფონზე უკრაინის მმართველი პარტია მინისტრთა კაბინეტის ფუნდამენტურ რეორგანიზაციას ითხოვს. კანონმდებლები პრეზიდენტ იანუკოვიჩის რეგიონების პარტიიდან დღეს პრემიერ მინისტრ მიკოლა აზაროვს შეხვდნენ და მას მთავრობის 90-პროცენტის განახლება მოსთხოვეს.

კვირას საპროტესტო აქციაზე თავშეყრილ უკრაინელთა რიცხვმა 200 ათასს გადააჭარბა. დემონსტრანტებს შეერთებული შტატების მხარდაჭერა კიდევ ერთხელ დაუდასტურეს ქვეყანაში მყოფმა სენატორებმა, ჯონ მაკეინმა და კრის მერფიმ.

„ბედი, რომლისკენაც თქვენ ისწრაფვით, ევროპაშია. უკრაინა ევროპას კიდევ უფრო უკეთესს გახდის და ევროპაც იზრუნებს უკრაინის გაუმჯობესებაზე“ - ამ სიტყვებით მიმართა ანტისამთავრობო მიტინგის მონაწილეებს სენატორმა ჯონ მაკეინმა.

ქვეყანაში მიმდინარე მზარდი დაპირისპირების გასანეიტრალებლად პრეზიდენტი იანუკოვიჩი დათმობებზე მიდის. მან რამდენიმე ინიციატივა წამოაყენა, მათ შორის მომიტინგეთა წინააღმდეგ განხორციელებული ძალადობის ხელმძღვანელების დასჯაც იყო. თუმცა, ევროკავშირში გაწევრიანების მომხრეები ამ წინადადებებს „სანახევრო ზომებს“ უწოდებენ. ოპოზიცია პრემიერის გადადგომას და ვადამდელი საპრეზიდენტო და საპარლამენტო არჩევნების დანიშნვას ითხოვს.
XS
SM
MD
LG