ბმულები ხელმისაწვდომობისთვის

ევროკავშირი უკრაინას მხოლოდ ერთ შემთხვევაში დაეხმარება


ევროკავშირის 28-წევრიანი ბლოკი მზად არის უკრაინას მეტი ფინანსური დახმარება აღმოუჩინოს. ამის შესახებ განცხადება შტეფან ფულემ გააკეთა, ევროკავშირის კომისარმა გაფართოების საკითხებში.

ბრიუსელში გამოსვლის დროს მან აღნიშნა, რომ ევროკავშირი კიევს საერთაშორისო სავალუტო ფონდიდან კრიტიკული მნიშვნელობის მქონე კრედიტის გამოტანაში იმ შემთხვევაში დაეხმარება, თუკი ის გასულ თვეში დაბლოკილ სავაჭრო შეთანხმებას ხელს მოაწერს. უკრაინის ვიცეპრემიერის, სერხი არბუზოვის თქმით, კიევი მზად არის ხელშეკრულებას ხელი მოაწეროს.

ოპოზიციის ლიდერი, არსენ იაცენიუკი ამ დაპირებას სკეპტიკურად უყურებს: „ეს გაუთავებელ ხუმრობას გავს. უკრაინის მთავრობა ყოველთვის გვპირდება ასოცირების ხელშეკრულების ხელმოწერას, მაგრამ არასოდეს ასრულებს. ევროკავშირი ღიად აცხადებს, რომ კარი ღიაა და ევროკავშირი მზად არის ხელშეკრულებას ნებისმიერ დროს მოაწეროს ხელი. თუმცა, ვგრძნობ, რომ ეს მთავრობის მორიგი ბლეფია“.
XS
SM
MD
LG