ბმულები ხელმისაწვდომობისთვის

პუტინის განკარგულება კიევმა „უკრაინის სუვერენიტეტის მორიგ ხელყოფად“ შეაფასა


კრემლი უკრაინის ყველა მოქალაქეს რუსეთის მოქალაქეობის მიღების საშუალებას აძლევს. განკარგულებას რუსეთის პრეზიდენტმა, ვლადიმირ პუტინმა მოაწერა ხელი. რუსეთის ახალ ინიციატივას კიევში მწვავე რეაქცია მოჰყვა.

განკარგულება „უკრაინის სუვერენიტატისა და ტერიტორიული მთლიანობის მორიგი ხელყოფაა, რომელიც შეუთავსებელია საერთაშორისო სამართლის ნორმებთან და პრინციპებთან,“- წერია განცხადებაში, რომელიც უკრაინის საგარეო უწყებამ გაავრცელა.

უკრაინის საგარეო საქმეთა მინისტრმა, დმიტრო კულებამ განაცხადა, რომ ბრძანება პუტინის "მტაცებლური მადის" მაგალითია და მოუწოდა უკრაინის პარტნიორებს, გაზარდონ სამხედრო დახმარება. რუსეთის წინააღმდეგ კი, ახალი ეკონომიკური სანქციები დააწესონ.

ანალიტიკოსებს მიაჩნიათ, რომ ბრძანება კიდევ უფრო ზრდის შიშებს, თუ რა სურს რუსეთს და რა მიმართულებით გაგრძელება ომი.

„[რუსეთის] საოკუპაციო გეგემებს არ აქვს გეოგრაფიული ზღვარი,“- წერს "ტვიტერზე" კიევში მცხოვრები, დემოკრატიული ინიციატივების ფონდის ანალიტიკოსი, მარია ზოლკინა.

განკარგულებაში ნათქვამია, რომ უკრაინის ყველა მოქალაქეს და უკრაინაში მცხოვრებ მოქალაქეობის არმქონე პირს, შეუძლია მიიღოს რუსული პასპორტი იმავე გამარტივებული პროცედურით, რომელიც მოსკოვმა 2019 წელს შემოიღო დონეცკისა და ლუჰანსკის რეგიონების მაცხოვრებლებისთვის, რომელთა ნაწილებს, 2014 წლიდან, კრემლის მხარდაჭერილი სეპარატისტები აკონტროლებენ.

25 მაისიდან ეს ნორმა ასევე ამოქმედდა უკრაინის კიდევ ორ რეგიონში, ხერსონსა და ზაპორიჟიაში.

რუსეთის მიერ კონტროლირებულ, უკრაინის რეგიონებში, 2019 წლიდან, 2022 წლამდე, რუსეთს მოქალაქოება, 185-მა ადგილობრივმა მიიღო.

Facebook Forum

XS
SM
MD
LG