ბმულები ხელმისაწვდომობისთვის

კიევი საერთაშორისო საზოგადოების თანადგომას ითხოვს


უკრაინის საგარეო საქმეთა სამინისტრო
უკრაინის საგარეო საქმეთა სამინისტრო

უკრაინის საგარეო საქმეთა სამინისტრო საერთაშორისო თანამეგობრობას მოუწოდებს, დაგმოს რუსეთის მიერ მხარდაჭერილი ძალების ოპერაცია აღმოსავლეთ უკრაინაში. "ძლიერ შეგვაშფოთა ესკალაციამ დონბასში, რომელიც რუსეთის ბოლო იერიშს მოჰყვა. გამოყენებულ იქნა აკრძალული იარაღი, რამაც მსხვერპლის ახალი ტალღა გამოიწვია... საერთაშორისო საზოგადოებას მოვუწოდებთ, დაგმოს ეს ესკალაცია" - განაცხადა სოციალურ ქსელ "ტვიტერზე" უკრაინის საგარეო საქმეთა სამინისტროს პრესსპიკერმა კატერინა ზელენკომ.

ცოტა ხნით ადრე, უკრაინის პრეზიდენტმა ვოლოდიმირ ზელენსკიმ მომხდარს ცინიკური პროვოკაცია და დონბასში სამშვიდობო პროცესისთვის ხელის შეშლის მცდელობა უწოდა. დღეს, დონბასში მომხდარ ბოლო ესკალაციაში, უკრაინა და რუსეთის მიერ მხარდაჭერილი სეპარატისტები ერთმანეთს ადანაშაულებენ. ორმხრივი ცეცხლის გამო, მსხვერპლი ორივე მხარეს დაფიქსირდა.

უკრაინა აცხადებს, რომ საარტილერიო დაბომბვის გამო, 18 თებერვალს მათ ლუგანსკის რეგიონის ქ. ზოლოტოესთან, ერთი ჯარისკაცი დაკარგეს და ოთხი დაჭრილია. ლუგანსკში სეპარატისტული დაჯგუფების მეთაური, იაკობ ოსადჩი იტყობინება, რომ უკრაინის სამხედრო რაზმთან შეტაკებაში 4 მებრძოლი დაიღუპა. სეპარატისტების მონაცემებით, ბრძოლა მას შემდეგ დაიწყო, რაც უკრაინული ჯგუფი, რომელიც მათ მიერ კონტროლირებულ ტერიტორიაზე შეიჭრა, დანაღმულ ველზე აღმოჩნდა.

Facebook Forum

XS
SM
MD
LG