ბმულები ხელმისაწვდომობისთვის

მედვედევი ევროპის ლიდერებს მიმართავს


მედვედევის განცხადებით, უცხოელი ლიდერები არასათანადოდ იქცევიან და მათი მოქმედებები უკრაინის შიდა საქმეებში ჩარევაა

რუსეთის პრემიერ მინისტრმა დმიტრი მედვედევმა დაგმო სახელმწიფოს ლიდერები, რომლებიც უკრაინაში გამართულ საპროტესტო დემონსტრაციებში მონაწილეობას იღებენ.

მედვედევმა თქვა, რომ უცხოელი ლიდერები არასათანადოდ იქცევიან და მათი მოქმედებები ქვეყნის შიდა საქმეებში ჩარევაა.

მედვედევის კომენტარი გერმანიის საგარეო საქმეთა მინისტრ გუიდო ვესტერველის კიევში ევროკავშირის გაწევრიანების მხარდამჭერ დემონსტრაციაზე გამოჩენას ეხებოდა.

უკრაინაში ათასობით ადამიანი აგრძელებს საპროტესტო დემონსტრაციებს. მათ პარალელურად კიევში უცხოელი დიპლომატები არიან ჩასული ეუთოს შეხვედრაზე მონაწილეობის მისაღებად.
XS
SM
MD
LG