ბმულები ხელმისაწვდომობისთვის

ლონდონმა "უბერს" ლიცენზია არ განუახლა


ლონდონის სატრანზიტო უწყება - ლონდონის ტრანსპორტი - აცხადებს, რომ უსაფრთხოების მოსაზრებით, სატრანსპორტო ტექნოლოგიურ გიგანტ „უბერს“ სამუშაო ლიცენზიას არ განუახლებს. „უბერის" ხელმძღვანელების აზრით, უწყების გადაწყვეტილება „უჩვეულო და არასწორია“ და კომპანია მას გაასაჩივრებს.

ლონდონის ტრანსპორტმა განაცხადა, რომ „ამჟამად დარწმუნებული არ არის, რომ „უბერს“ მგზავრების უსაფრთხოების დაცვის საიმედო სისტემა აქვს" იმ დროს, როდესაც ის საკუთარი პროგრამული უზრუნველყოფის სისტემაში ცვლილებებს ახდენს.

„უბერის“ ჩრდილოეთ და აღმოსავლეთ ევროპის განყოფილების ხელმძღვანელმა ჯემი ჰეივარდმა განაცხადა, რომ სულ ორი თვის წინ, სატრანზიტო უწყებამ „უბერი“ მისაღებ ოპერატორად ცნო.

Facebook Forum

XS
SM
MD
LG