ბმულები ხელმისაწვდომობისთვის

ბრიტანეთმა უკრაინაში სამხედრო წვრთნები დაასრულა


უკრაინელი ჯარისკაცები სამხედრო წვრთნებზე

ლონდონი აცხადებს, რომ უკრაინაში სამხედრო წვრთნები დაასრულა და ახლა ქვეყანაში ბრიტანული ძალების მხოლოდ ის წარმომადგენლები რჩებიან, ვინც საელჩოს დაცვას უზრუნველყოფს. განცხადებას დღეს ბრიტანეთის შეიარაღებული ძალების მინისტრი ჯეიმს ჰიპი ავრცელებს.

ბრიტანეთმა მანამდე კიევს თავდაცვის შეიარაღებით დახმარება მიაწოდა და უკრაინელ ჯარისკაცებს შესაბამისი წვრთნა ჩაუტარა. "უკრაინის შიგნით, მცირე ზომის ძალა რჩება, რომლის მიზანია ელჩის და მისი გუნდის დაცვა" - უთხრა მინისტრმა ჰიპიმ ტელეკომპანია "ბი-ბი-სის".

ქვეყნის თავდაცვის მდივანმა ლიზ ტრასმა დღეს სოციალურ ქსელ "ტვიტერზე" დაწერა, რომ ბრიტანეთი გააგრძელებს "რუსეთის დეზინფორმაციის კამპანიის გამოააშკარავებას". მან რუსეთი ომის საბაბის ფაბრიკაციის მორიგ მცდელობაშიც დაადანაშაულა.

XS
SM
MD
LG