ბმულები ხელმისაწვდომობისთვის

1 ტრილიონი ინფრასტრუქტურისთვის - სენატი საბოლოო გადაწყვეტილებას უახლოვდება


ამერიკის სენატი ცდილობს ინფრასტრუქტურის 1 ტრილიონი დოლარის ოდენობით დაფინანასების შესახებ საკანონმდებლო ინიციატივის თაობაზე მუშაობა დაასრულოს. ეს დემოკრატი პრეზიდენტის, ჯო ბაიდენის ინიციატივაა, რომელსაც ორივე პარტია უჭერს მხარს და რომელიც მოძველებული ინფრასტრუქტურის აღდგენა-გაუმჯობესებას, თუ ახალი პროექტების დაფინანსებას ისახავს მიზნად.

უქმეებზე გამართული ხანგრძლივი სესიების შემდეგ, სენატის წევრმა, ე.წ. მომლაპარაკბლებმა განაცხადეს, რომ მათ 1 702-გვერდიანი კანონპროექტის წერა დაასრულეს და წარმოადგინეს. სენატორები კი ახლა შესატან ცვლილებებზე იმსჯელებენ.


"ათწლეულები გავიდა მას შემდეგ, რაც კონგრესმა ასეთი მნიშვნელოვანი ინვესტიცია დააფინანსა", - თქვა სენატის უმრავლესობის ლიდერმა, ჩაკ შუმერმა. "საბოლოოდ სენატორების ორპარტიულმა ჯგუფმა შეიმუშავა კანონპროექტი, რომელიც გამოჰყოფს არსებით რესურსებს ჩვენი ქვეყნის ფიზიკური ინფრასტრუქტურის შეკეთების, მოვლა-პატრონობისა და განახლების კუთხით".

თუკი საკანონმდებლო პაკეტი საბოლოოდ კანონად იქცევა, ის ამერიკის ინფრასტრუქტურის კუთხით ათწლეულების განმავლობაში უდიდეს ინვესტიციებს დააფინანსებს. მისი დამტკიცება ასევე მნიშვნელოვანი წარმატება იქნება პრეზიდენტ ბაიდენისთვის, რომლის ადმინისტრაციაც უკიდურესად პოლარიზებულ საკანონმდებლო ორგანოსთან მუშაობს.

Facebook Forum

XS
SM
MD
LG