ბმულები ხელმისაწვდომობისთვის

აშშ: ირანი გეგმავს რუსეთს უკრაინის წინააღმდეგ ომისთვის დრონები მიაწოდოს


დრონების მიწისქვეშა ბაზა, ირანი

ვაშინგტონი აცხადებს, რომ თეირანი გეგმავს მოსკოვს უკრაინის წინააღმდეგ ომში გამოსაყენებლად ასობით უპილოტო საფრენი აპარატი მიაწოდოს.

ჟურნალისტებთან საუბრისას, ამის შესახებ თეთრი სახლის ეროვნული უსაფრთხოების მრჩეველმა ჯეიკ სალივანმა განაცხადა. მისი თქმით, ვაშინგტონს აქვს ინფორმაცია, რომ თეირანი რუსული ძალების გასაწრთვნელად ემზადება, რათა მათ დრონების გამოყენება შეძლონ.

„ირანის მთავრობა ემზადება რუსეთს მიაწოდოს რამდენიმე ასეული უპილოტო საფრენი აპარატი, მათ შორის, შეიარაღებული დრონებიც დაჩქარებულ ვადებში“ - განუცხადა სალივანმა ჟურნალისტებს. მისი თქმით, რუსული ძალების წრთვნებს, ირანი მიმდინარე თვეში დაიწყებს.

ვაშინგტონისთვის უცნობია მიაწოდა თუ არა თეირანმა მოსკოვს უკვე ეს საბრძოლო სისტემები.

მიმდინარე ომში, დრონებმა ორივე მხარისთვის, როგორც რუსეთისთვის, ასევე უკრაინისთვის მნიშვნელოვანი როლი შეასრულა.

უკრაინული ძალები წარმატებით იყენებენ თურქული წარმოების ბაირახტარებს. ამასთან, ვაშინგტონმა და მოკავშირეებამა, კიევს სხვადასხვა ტიპის უპილოტო საფრენი აპარატები მიაწოდეს.

XS
SM
MD
LG