ბმულები ხელმისაწვდომობისთვის

ამერიკაში სამუშაო ადგილების რაოდენობა იზრდება


ამერიკის შრომის დეპარტამენტი აცხადებს, რომ პარასკევს გამოქვეყნებულ დასაქმების ყოველთვიურ ანგარიშში მთავრობის 35-დღიანი დახურვის მნიშვნელოვანი უარყოფითი გავლენა არ შეინიშნება.

ამერიკაში დასაქმებულთა რაოდენობა იზრდება. იანვარში ეს მაჩვენებელი გაცილებით მაღალია, რადგან გასული 11 თვის განმავლობაში დამსაქმებლებმა ახალი თანამშრომლები აიყვანეს სამსახურში. თუმცა ისტორიაში ყველაზე ხანგრძლივი "შათდაუნის" გამო უმუშევრობის მაჩვენებელი 4 %-მდე გაიზარდა.

შრომის დეპარტამენტის განცხადებით, იმ სამუშაო ადგილების რაოდენობა, რომლებიც არ მოიცავს სასოფლო სამეურნეო სფეროში ან თვითდასაქმებულ ადამიანებს, ისევე როგორც, არასამთავრობო ორგანიზაციებში მომუშავეებსა და სამხედრო მოსამსახურეებს, 304 000-ით გაიზარდა. დეპარტამენტის ცნობით, ეს უდიდესი ზრდაა გასული წლის თებერვლიდან მოყოლებული. ამ მონაცემის ზრდას სამშენებლო კომპანიების, ბიზნეს სერვისების, რესტორნებისა და სასტუმროების მიერ თანამშრომლების რაოდენობის გაზრდას უკავშირებენ. თუმცა ნოემბერსა და დეკემბერში იგივე ანგარიშის თანახმად, წინა პერიოდთან შედარებით 70 000-ით ნაკლები სამუშაო ადგილი იყო შექმნილი. ეკონომიკისთვის საჭიროა, რომ თვეში საშუალოდ 100 000 სამუშაო ადგილი შეიქმნას იმისთვის, რომ მომუშავე ასაკის მოსახლეობის რაოდენობის ზრდას "დაეწიოს".

თუმცა მთავრობის დახურვის პერიოდში სხვადასხვა კვლევაში იძულებით შვებულებაში მყოფი ადამიანები სხვადასხვა კატეგორიაში მოხვდნენ. მიუხედავად იმისა, რომ ის 380 000 ადამიანი, რომელიც ამ 35 დღის განმავლობაში არ მუშაობდა, მათ პრეზიდენტის განკარგულებით რეტროაქტიულად მიიღეს ანაზღაურება, შესაბამისად ამ დროს უმუშევრებად არ ითვლებოდნენ. მაგრამ ზოგიერთ კვლევაში ისინი მაინც დროებით უმუშევრებად დაფიქსირდნენ.

სამთავრობო სექტორში გასულ თვეში 8 000 სამუშაო ადგილი შეიქმნა. სამუშაო კვირის საშუალო ხანგრძლივობა იანვარშიც უცვლელი იყო - 34.5 საათი. 74 000 სამუშაო ადგილით მეტია რეკრეაციის სექტორში.

Facebook Forum

XS
SM
MD
LG