ბმულები ხელმისაწვდომობისთვის

ამერიკა და დიდი შვიდეულის წევრები უკრაინაში რუსეთის შეჭრის შემდეგ შეიკრიბნენ


ამერიკის შეერთებული შტატების პრეზიდენტი ჯო ბაიდენი დიდი შვიდეულის წევრი ქვეყნების წარმომადგენლებს შეხვდა, რათა ერთად შეიმუშაონ მკაცრი ზომები რუსეთის წინააღმდეგ მას შემდეგ, რაც რუსეთი უკრაინაში შეიჭრა.

რაზე ისაუბრა და შეთანხმდა ამერიკის პრეზიდენტი დიდი შვიდეულის წევრებთან ერთად, ამას დღეს ვაშინგტონის დროით შუა დღის 12:30 წუთზე გავიგებთ. პრეზიდენტმა ბაიდენმა გუშინვე თქვა, რომ დილით, შეხვედრას გამართავს დიდი შვიდეულის წარმომადგენლებთან. ამის შემდეგ კი, ამერიკელ ხალხს გააცნობს იმ ნაბიჯების შესახებ, რომლებსაც შეერთებული შტატები, მოკავშირეებთან და პარტნიორებთან ერთად, რუსეთის წინააღმდეგ, მოსკოვის საპასუხოდ გადადგამს.

გავრცელებული ინფორმაციით დიდი შვიდეულის წევრები ყველაზე მძიმე სცნეარისთვისაც ემზადებიან, რაც რუსეთისთვის უმკაცრესი სანქციების დაწესებას და ავტომატურად დასავლეთისთვის საწვავის ფასების გაზრდას გამოიწვევს.

პარასკევს, საგანგებო სამიტს გამართავს ნატოც, რომელმაც უკვე განაცხადა, რომ აძლიერებს ჯარებს მის აღმოსავლეთ ფლანგზე და ასობით სამხედრო თვითმფრინავსა და გემს აყენებს მზადყოფნაში.

XS
SM
MD
LG