ბმულები ხელმისაწვდომობისთვის

ჩინეთი უარს აცხადებს რუსეთის მოქმედებას უკაინაში "შეჭრა" უწოდოს


რუსული ტანკი უკრაინის ქალაქ არმიანსკში, 24 თებერვალი, 2022 წელი

ჩინეთმა უარი თქვა უკრაინაში რუსეთის ქმედებებს „ქვეყანაში შეჭრა“ უწოდოს. პეკინმა ყველა მხარეს მოუწოდა თავშეკავება გამოიჩინონ. უკრაინაში მყოფ საკუთარ მოქალაქეებს კი სახლში დარჩენისკენ მოუწოდა, ხოლო თუ მათ გადაადგილება სჭირდებათ, ტარანსპორტზე ჩინეთის დროშა გამოაჩინონ.

უკრაინაში რუსეთმა სრულმასშტაბიანი შეტევა დაიწყო. დღეს გამთენიისას, რუსეთის პრეზიდენტმა ვლადიმირ პუტინმა საერთაშორისო თანამეგობრობის დაგმობისა და სანქციების მიუხედავად, უკრაინაში ომი დაიწყო. მან საერთაშორისო მოთამაშეები გააფრთხილა, რომ ნებისმიერ ჩარევას მოჰყვება "ისეთი შედეგები, რომლებიც აქამდე არ გინახავთ".

აფეთქებების ხმები ჯერ კიდევ გათენებამდე ისმოდა კიევში, ხარკოვში და უკრაინის სხვა ქალაქებში.

უკრაინის პრეზიდენტმა ვოლოდიმირ ზელენსკიმ ქვეყნის მასშტაბით საომარი მდგომარეობა და კომენდანტის საათი გამოაცხადა.

XS
SM
MD
LG