ბმულები ხელმისაწვდომობისთვის

ამერიკა უკრაინაში ომის შეწყვეტას მცდელობას არ დააკლებს


ენტონი ბლინკენი

ვაშინგტონი ერთგულია უკრაინაში მიმდინარე ომის შეჩერების მცდელობის და ამისთვის ყველა საჭირო ზომას მიიღებს. განცხადება შეერთებული შტატების სახელმწიფო მდივანმა, ენტონი ბლინკენმა ბრიუსელში გააკეთა, ევროპის კავშირში საკუთარ კოლეგებთან შეხვედრის წინ.

ბლინკენის თქმით, ბლოკი რუსეთის წინააღმდეგ ისტორიულ ნაბიჯებს დგამს. "პრეზიდენტ პუტინის მიერ არჩეული ომის პირისპირ აღმოვჩნდით: არაპროვოცირებული, დაუსაბუთებელი ომის, რომელსაც რეალური ადამიანებისთვის საშინელი, საშინელი შედეგები მოაქვს - დედებისთვის, მამებისთვის, ბავშვებისთვის. ვუყურებთ ამ გამოსახულებებს ტელევიზიით და ეს უნდა შეწყდეს" - უთხრა ბლინკენმა ბრიუსელში შეკრებილ ჟურნალისტებს.

"ჩვენ ერთგულნი ვრჩებით იმის, რომ ყველაფერი ვიღონოთ ამის შესაჩერებლად. ასე რომ, სასიცოცხლოდ მნიშვნელოვანია ჩვენს [მოკავშირეებს] შორის კოორდინაცია" - განაცხადა ამერიკის სახელმწიფო მდივანმა, რომელსაც პრესკონფერენციაზე გვერდზე ჯოზეფ ბორელი ედგა, ევროკავშირის უმაღლესი წარმომადგენელი საგარეო საქმეთა და უსაფრთხოების პოლიტიკაში.

ენტონი ბლინკენი აღნიშნავს, რომ რუსეთის ინტერვენცია უკრაინაში რისკს უქმნის არამარტო უკრაინელებს, არამედ იმ ფუნდამენტურ პრინციპებს, რაც ორი მსოფლიო ომის შემდეგ დამკვიდრდა და უმნიშვნელოვანესია მშვიდობის და უსაფრთხოების შენარჩუნებისთვის. ამ პრინციპებს, ბლინკენის თქმით, "პრეზიდენტი პუტინი ყოველდღიურად აღმაშფოთებლად არღვევს".

Facebook Forum

XS
SM
MD
LG