ბმულები ხელმისაწვდომობისთვის

ტაიფუნ "დამრის" გამო ვიეტნამში მსხვერპლის რაოდენობა იზრდება


ვიეტნამის ოფიციალური პირები აცხადებენ, რომ ტაიფუნის მსხვერპლის რაოდენობა 69-მდე გაიზარდა. ქვეყნის სამხრეთ-ცენტრალურ სანაპირო ზოლს გასულ კვირას ტაიფუნი "დამრი" დაატყდა თავს.

"აპეკის" სამიტი, რომელიც ვიეტნამში ხვალ იხსნება, არ გადაიდება - აცხადებენ ორგანიზატორები. აზია-წყნარი ოკეანის ეკონომიკური თანამშრომლობის ორგანიზაციის ფარგლებში დაგეგმილი შეხვედრების განრიგი არ იცვლება.

სამიტს მსოფლიოს 21 ქვეყნის პირველი პირი დაესწრება, მათ შორის, ამერიკის პრეზიდენტი დონალდ ტრამპი, ჩინეთის პრეზიდენტი სი ძინპინი, იაპონიის პრემიერ-მინისტრი შინზო აბე და რუსეთის პრეზიდენტი ვლადიმირ პუტინი. მძიმე წვიმების და წყალდიდობის გამო, ორგანიზატორებმა გააუქმეს მსოფლიოს ლიდერთა მეუღლეების ვიზიტი უძველეს ქალაქ ჰოი-ანში, რომელიც სტიქიით უკიდურესად დაზარალდა.

ოფიციალური ცნობების მიხედვით, 30 ადამიანი ჯერ კიდევ დაკარგულია და მათი ძებნა გრძელდება. ტაიფუნმა და შემდეგ წყალდიდობამ 116 000 სახლი დააზიანა.

Facebook Forum

XS
SM
MD
LG