ბმულები ხელმისაწვდომობისთვის

აშშ-ს სახელმწიფო მდივანი ჯონ კერი ვიეტნამს სტუმრობს. მან ხოშიმინის უნივერსიტეტში სიტყვით გამოსვლისას განაცხადა, რომ ადმინისტრაციის ცვლილებას არ ექნება გავლენა ორ ქვეყანას, ამერიკასა და ვიეტნამს შორის, ურთიერთობებზე.

„ჩვენი მეგობრობა ინდივიდებზე და ხასიათებზე არაა დამოკიდებული, ერთი პრეზიდენტი თუ მეორე, ერთი პარტია თუ მეორე... ჩვენი მეგობრობა საერთო ინტერესებშია და სამომავლო მიზნებში“, - განაცხადა კერიმ.

მან ასევე ისაუბრა დონალდ ტრამპის მიერ ტრანს-წყნარი კეანის პარტნიორობის შეთანხმების შესაძლო გაუქმების შესახებ, თუმცა დაამატა, რომ სამუშაო ადგილების დაკარგვის მიზეზი ტექნოლოგიებია და არა სავაჭრო ჯონ კერი სამხრეთ ჩინეთის ზღვაში არსებულ დაპირისპირებასაც შეეხო და მოუწოდა ქვეყნებს თავი შეკავონ „პროვოკაციული ქმედებებისგან“.

ვიეტნამის შემდეგ, კერი პარიზს ეწვევა, რათა ახლო აღმოსავლეთის საკითხებზე კონფერენციას დაესწროს.

XS
SM
MD
LG