ბმულები ხელმისაწვდომობისთვის

"ტვიტერი" არჩევნებში რუსეთის ჩარევის გამოძიებას დაეხმარება


დღეს სენატის სადაზვერვო კომიტეტის წინაშე სოციალური ქსელ “ტვიტერის” წარმომადგენლები გამოვლენ. ისინი შეერთებული შტატების საპრეზიდენტო არჩევნებში რუსეთის ჩარევაზე ისაუბრებენ.

მსგავსი დახურული შეხვედრა თვის დასაწყისში გაიმართა “ფეისბუქის” წარმომადგენლებთანაც. “ფეისბუქი” გამოძიებას იმ 3 000-მდე რუსეთთან დაკავშირებული სოციალური და პოლიტიკური რეკლამის შესახებ ინფორმაციას დაპირდა, რომლებიც შეცდომაში შემყვან შინაარს შეიცავდა.

კომიტეტი ყალბი ინფორმაციის გავრცელების პრაქტიკას იკვლევს, რომელთა სამიზნეც შეერთებული შთატები იყო. “ტვიტერის” შემთხვევაში გამოძიება ასევე იკვლევს ეგრეთწოდებულ “ბოტებს”, ყალბ ანგარიშებს, რომლებიც ინფორმაციას ავტომატურად და სწრაფად ავრცელებენ.

“ტვიტერი პატივს სცემს საარჩევნო პროცესს, როგორც დემოკრატიის ქვაკუთხედს და გააგრძელებს პლატფორმის გაძლიერებას "ბოტების" და მანიპულაციის სხვა გამოვლინებების წინააღმდეგ, რომლებიც ჩვენ წესებს არღვევენ,” ნათქვამია სოციალური ქსელის მიერ გავრცელებულ განცხადებაში.

ტექნოლოგიური და სოციალური ქსელების წარმომადგენლებთან საგამოძიებო კომიტეტის შეხვედრები დახურულია, თუმცა მოკვლევის შემდეგ როგორც კონგრესის, ასევე სენატის კომიტეტები ონლაინ საშუალებების საარჩევნოდ გამოყენებაზე საჯარო მოსმენების გამართვას აპირებენ.

Facebook Forum

XS
SM
MD
LG