ბმულები ხელმისაწვდომობისთვის

ტუსკი: ბრექსიტმა ევროკავშირის მოქალაქეები არ უნდა დააზარალოს


დონალდ ტუსკი, ევროკომისიის პრეზიდენტი

„ნებისმიერი გადაწყვეტილება, რომელიც ბრიტანეთის ევროკავშირიდან გასვლის პროცესში იქნება მიღებული, უპირველეს ყოვლისა, მოქალაქეთა ინტერესებს უნდა ითვალისწინებს“ - განაცხადა ევროკომისიის პრეზიდენტმა დონალდ ტუსკმა.

ტუსკის დღევანდელი განცხადებით, არავის უნდა დაავიწყდეს, რომ ბრიტანეთში ევროკავშირის სხვადასხვა ქვეყნის ბევრი მოქალაქე ცხოვრობს, სწავლობს ან მუშაობს.
გარდა ამისა, ტუსკის თქმით, ბრიტანეთმა პატივი უნდა სცეს და შეასრულოს ყველა ის ფინანსური ვალდებულება, რომელიც მან, როგორც ევროკავშირის წევრმა სახელმწიფომ აიღო.

ტუსკმა დარჩენილი 27 წევრი სახელმწიფოსთვის ახალი სავაჭრო ურთიერთობის გზამკვლევის მონახაზიც წარმოადგინა.

ევრო-კომისიის ლიდერმა ჟან-კლოდ იუნკერმა კი აღნიშნა, რომ ამერიკის პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა უნდა შეწყვიტოს ქვეყნების წაქეზება, დატოვონ ევროპული კავშირი. „თუკი ეს ამგვარად გაგრძელდება, მე მოვითხოვ ოჰაიოს დამოუკიდებლობას და ტეხასის მიერ ამერიკის შეერთებული შტატების დატოვებას“, - განაცხადა იუნკერმა.

Facebook Forum

XS
SM
MD
LG