ბმულები ხელმისაწვდომობისთვის

თურქული პროფკავშირი საყოველთო გაფიცვას გეგმავს


პროფკავშირი მოსახლეობას თურქ მაღაროელთა უსაფრთხოების სტანდარტის დაუცველობის გამო ერთდღიანი საყოველთაო გაფიცვისკენ მოუწოდებს

თურქეთის წამყვანი პროფკავშირი ქვეყნის მოსახლეობას საყოველთაო გაფიცვისკენ მოუწოდებს. ქვანახშირის მაღაროში მომხდარი აფეთქების შედეგად დაღუპულთა რიცხვმა დღეს 282-ს მიაღწია. ორგანიზაცია „საჯარო მუშაკთა კავშირის კონფედერაცია“ ასობით ათას წევრს ითვლის. პროფკავშირის ხელმძღვანელობა თურქ მაღაროელთა უსაფრთხოების სტანდარტის დაუცველობისთვის ერთდღიან საყოველთაო გაფიცვას გეგმავს.

მაღაროებში მსგავსი ინციდენტი მხოლოდ თურქეთში არ ხდება. ასეთი რამ ბევრ ისეთ ქვეყანაში მომხდარა, როგორიცაა შეერთებული შტატები, ჩინეთი, საფრანგეთი, ინდოეთი და ბელგია - განაცხადა რეჯებ ტაიპ ერდოღანმა. თურქეთის პრემიერის განცხადებამ, განსაკუთრებით კი მისმა ნაწილმა, სადაც ის ინციდენტს „ჩვეულებრივ ამბავს“ უწოდებს, ადგილობრივი მოსახლეობის დიდი აღშფოთება გამოიწვია.

მაშველები სტამბოლიდან სამხრეთით მდებარე ქალაქ სომას მაღაროში გადარჩენილთა ძებნას აგრძელებენ. ოფიციალური წყაროების ცნობით, მაღაროში 787 ადამიანი იმყოფებოდა. იქ ხანძარი ჯერ კიდევ მძვინვარებს, რაც იქ დარჩენილი 120 ადამიანის გადარჩენის შანსს სულ უფრო ამცირებს. მაღაროელები „ამერიკის ხმას“ ატყობინებენ, რომ იქ მყოფ ადამიანთა რაოდენობა არა 787-ს, არამედ საშუალოდ 1000-ს აღწევს ხოლმე. ჯერჯერობით უცნობია, თუ რამ გამოიწვია აფეთქება სომას ქვანახშირის მაღაროში.
XS
SM
MD
LG