ბმულები ხელმისაწვდომობისთვის

ვაშინგტონი აცხადებს, რომ თურქეთში დაკავებული ამერიკელი დიპლომატი არაა


შეერთებული შტატები აცხადებს, რომ თურქეთის მიერ დაკავებული პირი, რომელიც ყალბი პასპორტის გაცემისთვის დააკავეს და თავდაპირველად იდენტიფიცირებული იყო როგორც ამერიკელი დიპლომატი, დიპლომატიური სამსახურის ნაწილი არაა.

„ჩვენ გვაქვს ცნობები თურქეთში ამერიკის მოქალაქის დაკავების თაობაზე. ეს პირი არა ამერიკელი დიპლომატი. ჩვენ შესაბამის საკონსულო დახმარებას გავწევთ“, - განაცხადა სახელმწიფო დეპარტამენტის პრესსპიკერმა.

სტამბოლის პოლიციის განცხადებით, პირი 11 ნოემბერს დააკავეს სირიის მოქალაქისთვის ყალბი პასპორტის მიყიდვის ბრალდებით. თურქეთის მხარის ინფორმაციით, პირი ბეირუთში ამერიკის საელჩოში მუშაობდა.

თურქეთის მხარის თქმით, სირიის მოქალაქე, რომელიც ამერიკელის სახელზე გაცემული პასპორტით გერმანიაში ჩასვლას ცდილობდა, დაკითხეს. მას დოკუმენტების გაყალბებაში წარუდგინეს ბრალი.

ამერიკა-თურქეთის დიპლომატიური ურთიერთობები უკანასკნელი წლების განმავლობაში დაძაბულია. ორი ქვეყნის უთანხმოების ერთ-ერთი მიზეზი, ამერიკის საელჩოს თანამშრომლების დაკავებაა, რომელთაც ბრალი 2016 წლის გადატრიალების მცდელობაში თანამონაწილეობაში ედებათ.

Facebook Forum

XS
SM
MD
LG