ბმულები ხელმისაწვდომობისთვის

თურქეთში ვადამდელი არჩევნები გაიმართება


პრემიერ-მინისტრმა აჰმეტ დავუთოღლუმ კოალიციის ფორმირებაზე ხელი გასულ კვირას ჩაიქნია. ანალიტიკოსები აცხადებენ, რომ პარტიებს შორის უთანხმოება თურქეთის მიერ ქურთ მეამბოხეებზე მიტანილმა იერიშმა გამოიწვია.

თურქეთის პრეზიდენტი რეჯეპ ტაიპ ერდოღანი აცხადებს, რომ კოალიციის შექმნის მცდელობის წარუმატებლად დასრულების და ქურთ მეამბოხეებზე სამხედრო იერიშით გამოწვეული უკმაყოფილების შედეგად თურქეთში ხელახალი საპარალამენტო არჩევნები ჩატარდება.

პრემიერ-მინისტრმა აჰმეტ დავუთოღლუმ კოალიციის ფორმირებაზე ხელი გასულ კვირას ჩაიქნია. ანალიტიკოსები აცხადებენ, რომ პარტიებს შორის უთანხმოება თურქეთის მიერ ქურთ მეამბოხეებზე მიტანილმა იერიშმა გამოიწვია.

ერდოღანი, რომლის პარტიამაც ივნისში ჩატარებულ არჩევნებში უჩვეულოდ დაბალი მხარდაჭერა მიიღო, აცხადებს, რომ პარლამენტის სპიკერს შეხვდება და ხელახალ არჩევნებს სავარაუდოდ პირველ ნოემბერს დანიშნავს.

მისივე თქმით ის გარდამავალ მთავრობას შექმნას, რომელიც ქვეყანას არჩევნების დამთავრებამდე წარმართავს. ოპონენტების თქმით ერდოღანმა ხელახალი არჩევნები იმ იმედით დანიშნა, რომ მისი პარტია დანახული იქნება, როგორც მშვიდობის ერთადერთი გარანტია.

XS
SM
MD
LG