ბმულები ხელმისაწვდომობისთვის

მორიგი დაბომბვა თურქეთში


პრეზიდენტმა ერდოღანმა მომხდარის გამო მწუხარება გამოთქვა და განაცხადა, რომ თურქეთი „ტერორიზმთან ბრძოლას მეტი ძალისხმევით გააგრძელებს“.

თურქეთმა ქურთი ამბოხებულების მიერ საკონტროლო-გამშვებ პუნქტზე მიტანილ იერიშს მათი პოზიციების საჰაერო დაბომბვით უპასუხა. ინციდენტი თურქეთის ტერიტორიაზე, ირანის და ერაყის მოსაზღვრე რეგიონში მოხდა. თურქეთში უკანონო სტატუსით მოქმედი ქურთისტანის მუშათა პარტია აცხადებს, რომ მათ 16 თურქი ჯარისკაცი მოკლეს.

მომხდარის გამო პრემიერ-მინისტრმა აჰმეტ დავუთოღლუმ კონიაში ვიზიტი შეწყვიტა და დედაქალაქში უსაფრთხოების გუნდთან შეხვედრის მიზნით დაბრუნდა. პრეზიდენტმა რეჯებ ტაიპ ერდოღანმა მომხდარის გამო მწუხარება გამოთქვა და განაცხადა, რომ თურქეთი „ტერორიზმთან ბრძოლას მეტი ძალისხმევით გააგრძელებს“. ანკარამ დღეს F-4 და F-16 ტიპის სამხედრო თვითმფრინავები გამოიყენა და იერიში ქურთისტანის მუშათა პარტიის 13 სამიზნეზე მიიტანა.

პარტიასთან მთავრობის დაპირისპირება თურქეთში 1984 წელს დაიწყო და მას 40 ათასზე მეტი ადამიანი შეეწირა. თურქეთი, შეერთებული შტატები და ევროკავშირი ქურთისტანის მუშათა პარტიას ტერორისტულ დაჯგუფებად მიიჩნევს.

XS
SM
MD
LG