ბმულები ხელმისაწვდომობისთვის

თურქულ-სირიული სკანდალი


ერდოღანი თურქულ მედიას უტევს

თურქეთის ხელისუფლების განცხადებით, სირიის მიერ ჩამოგდებული სამხედრო თვთმფრინავის ორივე პილოტის ცხედარი უკვე ნაპოვნია. თუმცა, თვითმფრიანვის ჩამოგდების დეტალები კვლავ უცნობია. დეტალებს სტამბოლიდან „ამერიკის ხმის“ კორესპონდენტი დორიან ჯონსი არკვევდა.

თურქეთის პრემიერ-მინისტრმა, რეჯეპ ტაიპ ერდოღანმა თვითმფრინავის ჩამოგდების შემდეგ სირიასთან ურთიერთობის გამკაცრების ზომები მიიღო.

„თუკი ეს ქვეყანა საერთაშორისო წესებს და რეგულაციებს არღვევს, საერთაშორისო საჰარეო ზონაში ჩვენს თვითმფრინავს აგდებს, მაშინ აუცილებლად უნდა განვახორციელოთ აუცილებელი ზომები,“ -განაცხადა თურქეთის საგარეო საქმეთა სამინისტროს წარმომადგენელმა, სელჯუკ უნალმა.

თუმცა, თურქეთის მთავრობის ვერსია თვითმფრინავის ჩამოგდებასთან დაკავშირებით ისევ კითხვის ნიშნის ქვეშ დგას. ჩენგიზ აკტარი პოლიტიკის ანალიტიკოსია.

„მომხდართან დაკავშირებით სულ ცოტა სამი ვერსია არსებობს. პირველი თურქეთის ხელისუფლების ვერსიაა. მეორე სირიის მთავრობის და მესამე რუსეთის. შესაძლოა ამერიკის მთავრობამაც გამოთქვას მეოთხე ვარიაანტი. ამჟამად, ჩვენ ვარკვევთ, თუ სად მოხდა ეს,“ - განაცხადა აკტარმა.

თუმცა, საერთაშორისო და ასევე ნაციონალური მედია უცხოელი დიპლომატების პოზიციას აქვეყნებენ, სადაც უფრო მეტად სირიული ვერსიაა მხარდაჭერილი. კერძოდ ის, რომ თურქული თვითმფრინავი ჩამოგდების მომენტში სირიის საჰარეო სივრცეში იმყოფებოდა. კვირას პრემიერ-მინისტრმა ერდოღანმა ამერიკული გაზეთი „უოლ სტრიტ ჯორნალი“ გააკრიტიკა, სადაც ამერიკული დაზვერვის წყარო თურქულ ვერსიას ეჭვის ქვეშ აყენებდა.

პრემიერ-მინისტრმა, ასევე, გააკრიტიკა თურქული მედია და ქვეყნის ინტერესების ღალატში დასდო ბრალი. ორ ქვეყანას შორის არსებული დაძაბული ურთიერთობის მიუხედავად, თურქების უმრავლესობა სირიასთან შეიარაღებულ კონფლიქტს მხარს არ უჭერს. ამის შესახებ ბოლო დროინდელი გამოკითხვები მიუთითებს, რომელსაც აქტიურად ატარებს თურქული მედია. გაზეთ „მილიეთის“ ჟურნალისტი სემი იდიზი ამბობს, რომ სწორედ ეს არის მედიაზე ერდოღანის შეტევის მიზეზი.

„სწორედ ამიტომ იყო პრემიერ-მინისტრი გაბრაზებული არა მხოლოდ ასადზე და მის რეჟიმზე, არამედ ჟურნალისტებზეც, რომლებიც სვამენ ისეთ შეკითხვებს, რაც მას არ მოწონს,“ - ამბობს იდიზი.

ვითარება კიდევ უფრო დაძაბა ვერსიამ თვითმფრინავის ჩამოგდებაში რუსეთის შესაძლო მონაწილეობის შესახებ. როგორც ცნობილია, სირიას საჰაერო თავდაცვის საშუალებებით რუსეთი ამარაგებს.

„ჩვენ ჯერ კიდევ არ ვიცით, თუ რა როლი ითამაშეს მათ თვითმფრინავის ჩამოგდებაში, რადგან არ ვიცით თუ რა იარაღით ჩამოვარდა თვითმფრინავი. იყო თუ არა ეს რაკეტა, ან ვინ გასცა სროლის ბრძანება. რატომ ამბობენ სირირელები, რომ ეს საჰაერო თავდაცვის ტყვიამფრქვევი იყო და არა რაკეტა. ჯერ კიდევ ბევრი რამე უცნობია,“ - ამბობს ანალიტიკოსი სოლი ოზელი.

ხმელთაშუაზღვის რეგიონი, სადაც თურქული თვითმფრინავი ჩამოვარდა კვიპროსზე საკმაოდ მაღალტექნოლოგიური რადარით და სირიის სანაპიროსთან რუსული ფლოტით კონტროლდება. ამის მიუხედავად, თვითმფრინავის ჩამოგდების დეტალები ჯერ კიდევ უცნობია.
XS
SM
MD
LG