ბმულები ხელმისაწვდომობისთვის

ბაშარ ალ ასადი ბოდიშისთვის მზად არის


სირიის პრეზიდენტი თურქეთთან სამხედრო კონფლიქტს გამორიცხავს

თურქულმა გაზეთმა სირიის პრეზიდენტის ბაშარ ალ-ასადის განცხადება გამოაქვეყნა, სადაც ის ამბობს, რომ გასულ თვეს თურქული სამხედრო თვითმფრინავის ჩამოგდებას ნანობს. მისი კომენტარი გაზეთმა „ჰურიეთმა“ დღეს დაბეჭდა. ასადმა განაცხადა რომ თვითმფრინავი სირიის საჰაერო სივრცეში შეიჭრა, რომელიც ისრაელის თვითმფრინავებმა წარსულში სამჯერ გამოიყენეს. თურქეთის განცხადებით, თვითმფრინავი სირიის საჰაერო სივრცეში შემთხვევით აღმოჩნდა, რის შემდეგაც უკან საერთაშორისო საჰარეო სივრცეში დაბრუნდა, ვიდრე სირიის არმია ცეცხლს გაუხსნიდა. ბაშარ ალ-ასადმა განაცხადა, რომ ის არ დააყოვნებს ბოდიშის მოხდას, თუკი თურქეთის ვერსია მართალი აღმოჩნდება. ასადმა ასევე განაცხადა, რომ თურქეთსა და სირიას შორის დაპირისპირება შეიარაღებულ კონფლიქტში არ გადაიზრდება.
XS
SM
MD
LG