ბმულები ხელმისაწვდომობისთვის

თურქი მფრინავების ცხედრები აღმოჩენილია


ამის შესახებ ოფიციალური ანკარა იუწყება

თურქეთი აცხადებს, რომ ივნისში სირიის მიერ ჩამოგდებული ავია გამანდგურებლის ორი მფრინავის გვამი აღმოჩენილია. თუმცა, დღემდე მიმდინარეობს დავა იმაზე, თუ სად და როგორ იყო ჩამოგდებული თვითმფრინავი. თურქეთის პრემიერ მინისტრი, რეჯეპ ტაიპ ერდოღანი ამ ფაქტთან დაკავშირებით სირიის წინააღმდეგ სანქციების გამკაცრებას ითხოვდა. ამ ფონზე, როგორც ადგილობრივი, ისე საერთაშორისო მედია უცხოელი დიპლომატების ვერსიებს აშუქებენ, რომლებიც დამასკოს მტკიცებულებებს იზიარებენ და თვლიან, რომ ჩამოგდების პროცესში თურქული სამხედრო თვითმფრინავი სირიის საჰაერო ზონაში იმყოფებოდა.
XS
SM
MD
LG