ბმულები ხელმისაწვდომობისთვის

თურქეთს და ისრაელს შორის ვითარება თანდათან მწვავდება


თურქეთს და ისრაელს შორის ვითარება თანდათან მწვავდება

ურთიერთობა თურქეთს და ისრაელს შორის თანდათან მწვავდება. თურქეთი სამხედრო და სავაჭრო სფეროებში ყოველგვარ ურთიერთობას წყვეტს ისრაელის სახელმწიფოსთან.

პრემიერმა ერდოღანმა განცხადება საერთაშორისო ურთიერთობის გაყინვის შესახებ დღეს გააკეთა. გუშინ თურქეთმა ისრაელის დიპლომატიურ წარმომადგენლობას ქვეყნის დატოვება 24 საათის განმავლობაში უბრძანა.

ერდოღანმა ასევე განაცხადა, რომ ეგვიპტეში ვიზიტის და მოლაპარაკების შემდეგ ის შესაძლოა ღაზაში ჩავიდეს.

გასულ კვირას თურქეთმა ისრაელიდან ელჩი გამოიწვია და დიპლომატიური ურთიერთობა ქვეყანასთან შეზღუდა. ისრაელი უარს აცხადებს ბოდიში მოიხადოს გასულ წელს თურქული ჰუმანიტარული დახმარების გემზე მომხდარი რეიდის გამო, რომლის შედეგადაც გაეროს ანგარიშის მიხედვით 9 ადამიანია დაღუპული.

XS
SM
MD
LG