ბმულები ხელმისაწვდომობისთვის

თურქეთი სირიული ძალებისთვის წინააღმდეგბის გაწევით იმუქრება


თურქეთის საგარეო საქმეთა მინისტრი აცხადებს, რომ რუსეთმა დაუყოვნებლივ უნდა შეაჩეროს სირიის მმართველი რეჟიმის თავდასხმები იდლიბზე, ამბოხებულთა ბოლო გამაგრებულ ტერიტორიაზე ქვეყნის ჩრდილო-დასავლეთ რეგიონში.

მევლუთ ჩავაშოღლუმ ამის შესახებ აზერბაიჯანში ვიზიტისას, ბაქოში ჟურნალისტებთან შეხვედრის დროს განაცხადა და თქვა, რომ თურქეთმა რუსეთთან უნდა ითანამშრომლოს იდლიბთან დაკავშირებული სკაითხის გადასაწყვეტად.

თურქეთის პრეზიდენტმა, რეჯებ ტაიპ ერდოღანმა განაცხადა, რომ თუკი საჭირო გახდება და თუ თვის ბოლომდე სირიის სამთავრობო ძალები რეგიონიდან არ გავლენ, ის საპასუხო ზომების მიღებას არ მოერიდება. 3 თებერვალს სირიული ძალების თავდასხმის შედეგად იდლიბთი 8 თურქი სამხედრო დაიღუპა.

ჩავაშოღლუმ ასევე განაცხადა, რომ თუკი საჭირო გახდება, რუსეთის დელეგაცია თურქეთში იდლიბის საკითხის განსახილველად შევა. ერდოღანი არც ვლადიმირ პუტინთან შეხვედრას გამორიცხავს.

Facebook Forum

XS
SM
MD
LG