ბმულები ხელმისაწვდომობისთვის

თურქეთი ახალ კონსტიტუციას შექმნის


თურქეთი ახალ კონსტიტუციას შექმნის

თურქეთის პარლამენტის სპიკერი ჯემილ ჩიჩეკი ექსპერტებს შეხვდა, რომლებსაც ქვეყნის ახალი კონსტიტუციის დაწერა დაევალათ. კემილის განცხადებით, ახალი კონსტიტუცია თურქეთის მოდერნიზების საწინდარი გახდება და ქვეყანას ევროკავშირში გაწევრიანების საშუალებასაც მისცემს. თურქეთის კონსტიტუცია 1982 წელს სამხედრო მმართველობის დროს დაიწერა. ის ხშირად თავისუფლების შეზღუდვასთან ასოცირდება და საზოგადოებაში მისი შეცვლის სურვილი ამ ბოლო ხანებში მკაფიოდ გამოიკვეთა.

პარლამენტისა და თურქეთის მმართველი სამართლიანობისა და განვითარების პარტიის წევრი ვოლკან ბოსკირი აცხადებს, რომ კონსტიტუციის შეცვლის პროცესში თურქეთის საზოგადოება სრულად უნდა იყოს წარმოდგენილი:

„მმართველობის სისტემის ძირითადი საყრდენი სწორედ კონსტიტუციაა. კონსტიტუცია, რომელიც დღეს გვაქვს, 1980 წელს სამხედრო გადატრიალების შემდეგ დაწერილი დოკუმენტია და მისი არსი ლიბერალურ პრინციპებს არ ემყარება. ყველაზე კარგი, რისი გაკეთებაც ახლა შეგვიძლია, მისი მთლიანად შეცვლაა. ამ პროცესში უნდა გავითვალისწინოთ ყველას შეხედულება და რა თქმა უნდა, საბოლოო გადაწყვეტილება რეფერენდუმის ჩატარების შემდეგ უნდა მივიღოთ.“

მთავრობამ პირობა დადო, რომ გაითვალისწინებდა პარლამენტში შესული ყველა პარტიის მოსაზრებას. მიუხედავად იმისა, რომ კონსტიტუციის შეცვლის საჭიროებაზე ყველა თანხმდება, ჯერ-ჯერობით ვერ გამოინახა ამ ცვლილებების მიმართულება. პრემიერ მინისტრი რეჯეპ ტაიპ ერდოღანი საპარლამენტოდან საპრეზიდენტო სისტემაზე გადასვლის მომხრეა, ხოლო ოპოზიცია კი ამ ცვლილებას კატეგორიულად ეწინააღმდეგება.

პოლიტიკური კომენტატორი ასლი აიდინტაშბაში აცხადებს, რომ გამომდინარე იქიდან, რომ ერდოღანს გასულ არჩევნებში მოსახლეობის დიდმა ნაწილმა, დაახლოებით 50%-მა დაუჭირა მხარი, მთავრობის მიერ საზოგადოებრივ კონსესუსზე საუბარი მხოლოდ მხოლოდ სიტყვებად დარჩება:

„მას არ მიაჩნია, რომ კომპრომისზე წასვლა სჭირდება. კონსესუსზე საუბარი მხოლოდ ცარიელი სიტყვები იყო. კონსტიტუციის შეცვლაზე გადაწყვეტილების მიღება თითქოს ჩვეულებრივ საუბარში მოხდა, როცა ხელისუფლების წარმომადგენელბმა თქვენს, რომ მოდით ისეთი კონსტიტუცია დავწეროთ, რომელსაც მოსახლეობის 50 პროცენტი მაინც დაუჭერს მხარსო. ჩემი აზრით, ბოიკოტითა და მკაცრი კრიტიკით საქმე არ გამოსწორდება.“

ბოიკოტით პრო-ქურთული მშვიდობისა და დემოკრატიის პარტია იმუქრება. ისინი პარლამენტის წევრის ფიცის დადებაზე უარს აცხადებენ, რადგანაც მათი 6 კოლეგა თურქეთის ციხეებში სასჯელს იხდის, მიუხედავად იმისა, რომ ისინი იმუნიტეტით უნდა იყვნენ დაცული.

საკონსტიტუციო რეფორმებზე საუბრის დაწყების შემდეგმნიშვნელოვნად მოიმატა ქურთისტანის მუშათა პარტიის მიერ ორგანიზებულმა ტერორისტულმა თავდასხმებმა. პოლიტოლოგი სოლი ოზელი აცხადებს, რომ საკონსტიტუციო ცვლილებების პროცესი შეიძლება მალე საფრთხის წინაშე აღმოჩნდეს.

„კრიტიკული მნიშვნელობის იქნება ის ფაქტორი, თუ რა კრიტერიუმებით განისაზღვრება თურქეთის მოქალაქე. თუ ქურთი ნაციონალისტები მოქალაქის სტატუსს ვერ მიიღებენ ეს კონსტიტუცია არასრული იქნება.“

პრო-ქურთული მშვიდობისა და დემოკტარიის პარტიის წამომადგენლები აცხადებენ, რომ ბოიკოტს დაასრულებენ იმ შემთხვევაში, თუ მთავრობა პირობას დადებს, რომ შეწყვეტს თავდასხმებს ჩრდილოეთ ირანში მდებარე ქურთისტანის მუშათა პარტიის ბაზებზე. ამ ეტაპზე ცნობილი არ არის, როგორ უპასუხებს მთავრობა ამ მოთხოვნას.

ახალ კონსტიტუციას ბევრი ადამიანი ელოდება იმ იმედით, რომ თურქეთი თანამედროვე დემოკრატიულ სახელმწიფოდ ჩამოყალიბდება და ქვეყნის საზოგადოებაში არსებული დაპირისპირებები შეწყდება. მაგრამ სწორედ ამ დაპირისპირებებმა შეიძლება შეუშალონ ქვეყანას ხელი დაივიწყოს სამხედრო მმართველობის წარსული და ახალი შემართებით შეუდგეს თანამედროვე სახელმწიფოს შენებას.

XS
SM
MD
LG