ბმულები ხელმისაწვდომობისთვის

წინასაარჩევნო პერიოდში ანკარა შეთქმულების თეორიებს ავითარებს


თურქეთის პრეზიდენტი რეჯეპ ტაიპ ერდოღანი პოლიტიკურ ოპონენტებს და გარე ძალებს თურქეთის „ჩამოშლის“ მცდელობაში უკვე რამდენიმე ხანია ადანაშაულებს.

24 ივნისს დაგეგმილი საპრეზიდენტო და საპარლამენტო არჩენების წინ ეს ბრალდებები განსაკუთრებით აქტიურად ისმის. ანალიტიკოსები ამ ტენდენციას ქვეყანაში არსებულ გართულებულ სოციო-ეკონომიკურ მდგომარეობას უკავშირებენ.

თურქული ლირა 2018 წლის პირველი 5 თვის განმავლობაში 17 პროცენტით გაუფასურდა.

თურქეთის საგარო საქმეთა მინისტრმა მევლუთ ჩავუშოღლუმ ოთხშაბათს განცხადება გააკეთა და ლირის გაუფასურება თურქეთის წინააღმდეგ მიმართულ ორგანიზებულ კამპანიას დააბრალა, მათ შორის, ნატოს ზოგიერთ წევრსაც.

Facebook Forum

XS
SM
MD
LG