ბმულები ხელმისაწვდომობისთვის

თურქეთში მასობრივი მკვლელობის გამო დაპატიმრებები გრძელდება


იზმირი თურქეთი
იზმირი თურქეთი

დღეს, თურქეთის ხელისუფლებამ დამატებითი დაპატიმრებები განახორციელა სტამბოლის ღამის კლუბში ახალ წელს მომხდარი თავდასხმის გამო, რასაც 39 ადამიანი ემსხვერპლა.

სახელმწიფო საინფორმაციო სააგენტო ანადოლუს ცნობით, დაპატიმრებები სტამბოლის გარეუბანში მოხდა. პოლიციამ რამდენიმე ადამიანი ჩინეთის მუსლიმი უიგურების თემიდან დააკავა.

თავდასხმის შემდეგ დაახლოებით 40 ადამიანი დააპატიმრეს, თუმცა მკვლელი ჯერ ისევ თავისუფალია.

გუშინ ხელისუფლებამ განაცხადა, რომ თავდამსხმელის ვინაობა მათთვის ცნობილია, მაგრამ მისი სახელი საზოგადოებისთვის არ გაუმხელიათ.

თავდასხმაზე პასუხისმგებლობა დაჯგუფება „ისლამურმა სახელმწიფომ“ იკისრა და განაცხადა, რომ ის თურქეთისთვის სამაგიეროს გადახდის მიზნით მოხდა, რომელიც სირიაში შეიარაღებული დაჯგუფებების წინააღმდეგ ბრძოლაში მონაწილეობს.

XS
SM
MD
LG