ბმულები ხელმისაწვდომობისთვის

სტამბოლის ღამის კლუბზე თავდამსხმელი ამოცნობილია


თურქეთის საგარეო საქმეთა მინისტრის განცხადებით, ხელისუფლებამ სტამბოლის ღამის კლუბში 39 ადამიანის მკვლელის ვინაობა დაადგინა, თუმცა მინისტრმა ის არ დაასახელა.

ხელისუფლება მკვლელს კვირა დილიდან ეძებდა.

თურქეთის მედიამ ვიდეო გაავრცელა, რომელშიც, მათი განმარტებით, ტაქსიმის მოედანზე მოსიარულე ეჭვმიტანილი შეიარაღებული პირი ჩანდა.

სააგენტო ანადოლუმ ასევე განაცხადა, რომ თავდასხმასთან დაკავშირებით ხელისუფლებამ კიდევ ხუთი პირი დააკავა. ისინი ქალაქ იზმირში აიყვანეს და მათ ბრალად დაჯგუფება „ისლამურ სახელმწიფოსთან“ კავშირი ედებათ.

XS
SM
MD
LG