ტუნისის არმიამ ქვეყნის დედაქალაქ ტუნისში ერთ-ერთი ცენტრალური მოედანი გადაკეტა, სადაც ერთმანეთის მოწინააღმდეგე ორი დემონსტრაცია გაიმართა და დემონსტრაციის მონაწილეებს შორის დაპირისპირება მოხდა.
ძალადობის ფაქტების აღსაკვეთად, არმიამ ქალაქის ერთი ნაწილი „დახურულ სამხედრო ზონად“ გამოაცხადა.
დემონსტრაციები გაიმართა ქალაქ სიდი ბუზიდშიც, სადაც პოლიციამ მომიტინგეების დასაშლელად ცრემლსადენი გაზი გაოიყენა.
ტუნისის ოპოზიცია ცდილობს ისლამისტების მიერ დაკომპლექტებული მთავრობა განდევნოს. პოლიტიკურ ძალებს შორის დაძაბულობა განსაკუთრებით მას შემდეგ გამძაფრდა, რაც გასულ კვირას ქვეყნის ერთ-ერთი მემარცხენე პოლიტიკოსი მოკლეს. ის ტუნისის მეორე ზომიერი პოლიტიკოსი იყო, რომელიც უკანასკნელი ექვსი თვის მანძილზე იქნა მოკლული.