ბმულები ხელმისაწვდომობისთვის

ტუნისის პრემიერი გადადგა


ბელაიდის პარტიის მხარდამჭერებმა ენჰანდას პარტია ოპოზიციის ლიდერის მკვლელობაში დაადანაშაულა

სამშაბათს ტუნისის ისლამისტთა მხარდამჭერი პრემიერ მინისტრი თანამდებობიდან გადადგა. ქვეყნის ოპოზიციის ლიდერის მკვლელობის შემდეგ პრემიერმა ახალი მთავრობის ფორმირება ვერ შეძლო.

პრემიერ მინისტრმა ჰამადი ჯებალიმ ეს გადაწყვეტილება მას შემდეგ მიიღო, რაც ენჰანდას პარტიამ მის მიერ შეთავაზებულ გეგმაზე უარი განაცხადა.

ბელაიდის პარტიის მხარდამჭერებმა ენჰანდას პარტია ოპოზიციის ლიდერის მკვლელობაში დაადანაშაულა.თუმცა მართველი პარტია ამ ბრალდებას კატეგორიულად უარყოფს.
XS
SM
MD
LG