ბმულები ხელმისაწვდომობისთვის

ტუნისი კრიზისის გადაჭრის მოლოდინშია


ძირითადი პოლიტიკური პარტიები თანახმა არიან შეზღუდული კაბინეტი შექმნან

ტუნისის უდიდესი პოლიტიკური პარტიის ხელმძღვანელი აცხადებს, რომ ქვეყნის კრიზისს ახალი მთავრობის პოლიტიკოსები უფრო იოლად გადაჭრიან.

ისლამისტური პარტიის ენაჰდას ვეტერანი ლიდერი რაშიდ განუჩი ამბობს, რომ ძირითადი პარტიები თანახმა არიან შეზღუდული კაბინეტი შექმნან, რომელიც ახალი არჩევნების დანიშვნაზე იზრუნებს.

პრემიერ მინისტრმა ჰამადი ჯებალიმ განაცხადა, რომ მის გეგმას ახლანდელი მთავრობა მხარს არ უჭერს, ამიტომაც იგი სამომავლო გეგმებთან დაკავშირებით პრეზიდენტ მონსეფ მარზუკისთან ისაუბრებს.

პრემიერმა ჯებალიმ ასევე აღნიშნა, რომ გადაწყვეტილება რამდენიმე დღეში იქნება მიღებული.
XS
SM
MD
LG