ბმულები ხელმისაწვდომობისთვის

ტრამპის მრჩევლის მოვალეობას კით კელოგი შეასრულებს


კით კელოგი

შეერთებული შტატების პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა ეროვნული უსაფრთხოების საკითხებში მრჩევლის მოვალეობის შემსრულებლად გენერალ-ლეინტენანტი კით კელოგი დაასახელა. საარჩევნო კამპანიის განმავლობაში ის ტრამპის გუნდში ეროვნული უსაფრთხოების საბჭოს თავმჯდომარის როლს ასრულებდა. გავრცელებული ინფორმაციით, პოსტზე რამდენიმე სხვა კანდიდატიც განიხილება. მათ შორის: დაზვერვის ცენტრალური სააგენტოს ყოფილი დირექტორი, გადამდგარი გენერალი დევიდ პეტრეუსი და გადამდგარი ვიცე-ადმირალი რობერტ ჰარვარდი.

გენერალ-ლეინტენანტმა მაიკლ ფლინმა პოსტი ტრამპის მიერ ოფისის დაკავებიდან ერთ თვეზე ნაკლებ დროში, ორშაბათს საღამოს დატოვა. მისი გადადგომა საპრეზიდენტო ინაუგურაციამდე რუსეთის ელჩთან კონტაქტების დამყარების და მასთან მოსკოვზე დაწესებული სანქციების განხილვის ბრალდებას უკავშირდება. გადადგომის შესახებ დაწერილ განცხადებაში ფლინმა თქვა, რომ თეთრი სახლის ადმინისტრაციას, კერძოდ კი ვიცე-პრეზიდენტ მაიკ პენსს რუსეთის ელჩთან სატელეფონო საუბრის შესახებ არასრული ინფორმაცია მიაწოდა.

XS
SM
MD
LG