ბმულები ხელმისაწვდომობისთვის

დონალდ ტრამპი ობამას ჯანდაცვის რეფორმაზე გამარჯვებას ზეიმობს


შეერთებული შტატების პრეზიდენტი დონალდ ტრამპი ობამაქეარად წოდებულ ჯანდაცვის რეფორმას „მკვდარს“ უწოდებს და რესპუბლიკელ მხარდამჭერებთან ერთად გამარჯვებას ზეიმობს. ხუთშაბათს ყოფილი პრეზიდენტის, ბარაკ ობამას მიერ შემოღებული ჯანდაცვის რეფორმის ჩასანაცვლებლად გამზადებული პროექტი, წარმომადგენელთა პალატაში 217 ხმით 213-ის წინააღმდეგ დაამტკიცეს.

დონალდ ტრამპი დარწმუნებულია, რომ წარმოდგენილ კანონპროექტს სენატიც დაამტკიცებს. თეთრი სახლის ვარდების ბაღში პრეზიდენტი სიხარულს არ მალავდა და ამბობდა, რომ იმ კანონპროექტით თავის მოწონება სურდა, რომელსაც ის „წარმოუდგენლად, ძალიან, ძალიან კარგად ჩამოყალიბებულად“ მიიჩნევს. „ამას ჩვენ არა პარტიისთვის, არამედ ქვეყნისთვის ვაკეთებთ“ - თქვა პრეზიდენტმა.

Facebook Forum

XS
SM
MD
LG