ბმულები ხელმისაწვდომობისთვის

მას შემდეგ, რაც რესპუბლიკელების მცდელობა, ჩაენაცვლებინათ წინა ადმინისტრაციის მიერ გატარებული ჯანდაცვის რეფორმა, წარუმატებლად დასრულდა, რესპუბლიკელი ლიდერები მიანიშნებენ, რომ ამ მიმართულებით მუშაობა მაინც გაგრძელდება.

სამშაბათს, წარმომადგენელთა პალატის სპიკერი პოლ რაიანი რესპუბლიკელ კანონმდებლებს ესაუბრა. შეხვედრის შემდეგ, მან თქვა, რომ ჯანდაცვის საკითხი „ძალიან მნიშვნელოვანია“, რომ ის „დიდ ზიანს აყენებს ამერიკულ ოჯახებს“ და ამიტომ „ერთად მუშაობა და ერთმანეთის მოსმენა“ მომავალშიც გაგრძელდება.

რესპუბლიკური პარტიის ლიდერებმა გასული კვირის ბოლოს უარი თქვეს პრეზიდენტ დონალდ ტრამპის ადმინისტრაციის მიერ შემუშავებული ახალი რეფორმა კენჭისყრაზე დაეყენებინათ. როგორც გაირკვა, რეფორმის ჩანაცვლებისთვის მათ რესპუბლიკური პარტიის წევრებისგან საკმარისი მხარდაჭერა არ ჰქონდათ. დემოკრატი კანონმდებლები რეფორმის ჩანაცვლებას კატეგორიულად ეწინააღმდეგებიან.

Facebook Forum

XS
SM
MD
LG