ბმულები ხელმისაწვდომობისთვის

ტრამპი: "ობამაქეარი" ახლო მომავალში შეიცვლება


შეერთებული შტატების არჩეული პრეზიდენტი დონალდ ტრამპი აცხადებს, რომ პრეზიდენტ ბარაკ ობამას მიერ შემოღებულ ჯანმრთელობის საყოველთაო დაზღვევის პროგრამა „ობამაქეარს“ ახლო მომავალში შეცვლის.

გაზეთ „ვაშინგტონ პოსტის“ მიერ გუშინ გამოქვეყნებულ ინტერვიუში არჩეული პრეზიდენტი აცხადებს, რომ მისი მიზანია „ყველა მოქალაქის დაზღვევა“, თუმცა დეტალები მას არ დაუკონკრეტებია. ტრამპის თქმით, ცვლილებების მიზანი ჯანდაცვის ხარჯების შემცირებაა და საამისოდ კი ფარმაცევტული კომპანიების მიერ მედიკამენტებზე ფასების შემცირების აუცილებლობაზე ისაუბრა.

2010 წელს მიღებული ხელმისაწვდომი ჯანდაცვის პროგრამის, „ობამაქეარის“, გაუქმება, ტრამპის ადმინისტრაციის პრიორიტეტია. გასულ კვირას, შეერთებული შტატების კონგრესმა, პროგრამის გაუქმებისთვის საჭირო პირველი ნაბიჯები გადადგა. ჯერ-ჯერობით უცნობია თუ როგორ შეიცვლება დაზღვევის პროგრამა, რომელიც ამჟამად 20 მილიონ ამერიკელს ფარავს.

XS
SM
MD
LG