ბმულები ხელმისაწვდომობისთვის

მაღალჩინოსნების სწრაფად მოხსნის ტენდენცია თეთრ სახლში


პრეზიდენტი ტრამპი ხელს ართმევს ჯონ კელის
პრეზიდენტი ტრამპი ხელს ართმევს ჯონ კელის

“თეთრ სახლში ქაოსი არ არის” - დონალდ ტრამპის მიერ ორშაბათს, სოციალურ ქსელ “ტვიტერზე” გამოქვეყნებული ეს სიტყვები, პრეზიდენტის ადმინისტრაციაში მიმდინარე რამდენიმე მნიშვნელოვან ცვლილებას ეხება. პოსტზე წარდგენიდან 10 დღეში ამერიკის პრეზიდენტმა თანამდებობიდან გაათავისუფლა ენტონი სკარამუჩი, რომელიც თეთრი სახლის კომუნიკაციების ახლადდანიშნული დირექტორი იყო.

დონალდ ტრამპმა თეთრი სახლის აპარატის უფროსად დაამტკიცა ჯონ კელი, საზღვაო ქვეითთა კორპუსის თადარიგის გენერალი. მას აქამდე შეერთებული შტატების შიდა უსაფრთხოების დეპარტამენტის ხელმძღვანელის პოსტი ეკავა. თეთრი სახლის აპარატის უფროსის თანამდებობაზე ბოლო 6 თვის მანძილზე რაინს პრიბუსი მსახურებდა. ის ისტორიაში შევიდა, როგორც თეთრი სახლის აპარატის უფროსი, რომელმაც ამ პოსტზე დროის ყველაზე ხანმოკლე მონაკვეთი გაატარა.

Facebook Forum

XS
SM
MD
LG