ბმულები ხელმისაწვდომობისთვის

თეთრი სახლის აპარატის ახალი უფროსი ჯონ კელი იქნება


თეთრი სახლის აპარატს ახალი უფროსი ჰყავს: რაინს პრიბუსს საზღვაო ქვეითთა კორპუსის თადარიგის გენერალი ჯონ კელი შეცვლის. დღემდე გენერალი კელი აშშ-ის შიდა უსაფრთხოების დეპარტამენტს ხელმძღვანელობდა.

რაინს პრიბუსი, რომელიც რესპუბლიკური პარტიის ეროვნული კომიტეტის ყოფილი თავმჯდომარეა, პრეზიდენტმა ტრამპმა გარიყა. თეთრი სახლის ახლადდანიშნულმა კომუნიკაციების დირექტორმა ენტონი სკარამუჩიმ კი "ნიუ იორკერთან" ინტერვიუში მას "პარანოიდი შიზოფრენიკი" უწოდა.

თეთრი სახლის პრესსპიკერმა სარა სანდერსმა აღნიშნა, რომ პრეზიდენტი და მისი ადმინისტრაციის ხელმძღვანელი ამ უკანასკნელის გადადგომის საკითხს ორ კვირაზე მეტია, განიხილავენ. პრიბუსმა ჟურნალისტებს აუწყა, რომ გადადგომის განცხადება პრეზიდენტს ხუთშაბათს გადასცა. "ახლა კარგი დროა, ყველაფრის თავიდან დასაწყებად," - თქვა ადმინისტრაციის აწ უკვე ყოფილმა უფროსმა.

Facebook Forum

XS
SM
MD
LG