ბმულები ხელმისაწვდომობისთვის

თეთრი სახლის კომუნიკაციების დირექტორი თანამდებობიდან გაათავისუფლეს


ენტონი სკარამუჩი
ენტონი სკარამუჩი

თეთრი სახლის კომუნიკაციების დირექტორ ენტონი სკარამუჩის, რომელიც ამ პოზიციაზე სულ ცოტა ხნის წინ დაინიშნა, პოსტის დატოვება სთხოვეს.

სკარამუჩის თეთრ სახლში მოსვლას, პრეს-მდივან შონ სპაისერის თეთრი სახლიდან წასვლა მოჰყვა. თეთრი სახლის დატოვება აპარატის უფროს რინს პრიბუსსაც მოუწია, რომელიც გადამდგარმა გენერალმა ჯონ კელიმ ჩაანაცვლა.

რამდენიმე დღის წინ სკარამუჩი სკანდალში გაეხვა, როცა სატელეფონო ინტერვიუს დროს, თეთრი სახლის აპარატის ყოფილი უფროსი უხამსი გამოთქმებით მოიხსენია. სკარამუჩიმ განმარტა, რომ მისი ვულგარული გამოთქმები ინტერვიუს ნაწილი არ იყო და ჟურნალისტს არ უნდა გამოექვეყნებინა, თუმცა ეს გამონათქვამები მაინც გასაჯაროვდა.

სკარამუჩის დათხოვნა, სავარაუდოდ, თეთრი სახლის აპარატის ახალი ხელმძღვანელის ინიციატივით მოხდა.

Facebook Forum

XS
SM
MD
LG