ბმულები ხელმისაწვდომობისთვის

ტრამპს ჩინეთთან დაპირისპირებაში პუტინის თანადგომა სურს


პრეზიდენტ ტრამპის ყოფილმა მრჩეველმა თქვა, რომ მეორე საპრეზიდენტო ვადის დროს, პრეზიდენტი ყურადღებას იმაზე გაამახვილებს, რომ ჩინეთთან დაპირისპირებაში, რუსეთის პრეზიდენტი ვლადიმირ პუტინი მის მხარეს დადგეს.

ფიონა ჰილმა, ბრუკინგსის ინსტიტუტის უფროსმა მკვლევარმა და წარსულში ტრამპის ეროვნული უსაფრთხოების საბჭოს, რუსეთის და ევროპის საკითხებში მთავარმა მრჩეველმა ასევე მიანიშნა, რომ ამ წლის დასაწყისში ეს მიზანი ამოძრავებდა პრეზიდენტის ძალისხმევას, პუტინი დიდი შვიდეულის შემდეგ შეხვედრაზე მიეწვია.

ჰილმა თქვა: “ყველა სხვადასხვა თავაზიანობის და “გეთაყვა, გვეწვიეთ” … და სავარაუდოდ შეიარაღების კონტროლის შემდეგი ფაზის მიღმა, საუბარი ჩინეთის შესახებ იქნება.”

მაგრამ ფიონა ჰილმა თქვა, რომ მისი უფრო დიდი მეზობლის წინააღმდეგ გაერთიანების თხოვნის თემა პუტინს “ერთგვარად ანერვიულებს… რუსებს ეს ნამდვილად არ უნდათ.”

ჰილმა თქვა, რომ რუსეთს ჩინეთის სწრაფი ზრდა “ძალიან აშინებს” და არ სურს ისე გამოჩნდეს, რომ ამ ქვეყანასთან გეოპოლიტიკური დაპირისპირება აქვს.

ვაშინგტონმა ორივე - მოსკოვიც და პეკინიც გაანაწყენა ეკონომიკური სასჯელით, რომელიც მათ წინააღმდეგ სანქციებით და აკრძალვებით განახორციელა.

თუმცა ჩინეთთან საკუთარი საზღვრის ხელშეუხებლობის საკითხზე რუსეთს მაინც “დიდი განგაშის შეგრძნება” აქვს.

მოსკოვმა და პეკინმა 1990-იანებში და 2000-იანების დასაწყისში, საზღვართან დაკავშირებულ შეთანხმებებს მოაწერეს ხელი, რომელიც ათწლეულების წინ, საბჭოთა პერიოდში მომხდარ შეტაკებებს მოჰყვა. მაგრამ ჰილმა თქვა, რომ ცოტა ხნის წინ, პეკინსა და დელის შორის ჰიმალაიზე საერთო საზღვარზე მომხდარმა შეტაკებებმა კრემლი შეაშფოთა.

ჩინელი ნაციონალისტები, მდინარე ამურის ჩრდილოეთით მდებარე მიწის ზოლებს ჯერ კიდევ ისტორიულად ჩინეთის ტერიტორიად მიიჩნევენ და ჰილმა თქვა, რომ “არ არის შესაძლებლობების ჩარჩოს მიღმა” პეკინმა, რუსეთის ყირიმში ქმედებები გაიმეოროს.

Facebook Forum

XS
SM
MD
LG