ბმულები ხელმისაწვდომობისთვის

არჩევნების გაყალბების საკითხებზე კომისიამ შესაძლოა მუშაობა დაასრულოს


გასული წლის არჩევნებში სავარაუდო გაყალბების გამოსაძიებლად, პრეზიდენტ დონალდ ტრამპის მიერ შექმნილი წინააღმდეგობრივი სამთავრობო კომისიის თავმჯდომარის მოადგილემ თქვა, რომ არსებობს იმის „დიდი შესაძლებლობა“, რომ კომისიამ მუშაობა რეკომენდაციების გაცემის გარეშე დაასრულოს.

რესპუბლიკელმა ქრის კობაჰმა კომისიის მუშაობაზე, ნიუ ჰემფშირის შტატის, ქალაქ მანჩესტერში შეხვედრის შემდეგ ისაუბრა. მან თქვა, რომ შესაძლოა კომისიამ მხოლოდ მონაცემები გამოაქვეყნოს და საკუთარი დასკვნის გაკეთებისგან თავი შეიკავოს.

Facebook Forum

XS
SM
MD
LG