ბმულები ხელმისაწვდომობისთვის

პრეზიდენტ ტრამპის კიდევ ერთი მომჩივანი


ნიუ-იორკში მდებარე კოლუმბიის უნივერსიტეტის ერთ-ერთი ინსტიტუტი პრეზიდენტ დონალდ ტრამპს სიტყვის თავისუფლების შეზღუდვისთვის უჩივის. ინსტიტუტმა საჩივარი შეერთებული შტატების იუსტიციის დეპარტამენტში პარასკევს შეიტანა.

სიტყვის თავისუფლების დამცველთა ჯგუფი აცხადებს, რომ პრეზიდენტმა ტრამპმა საკუთარი "ტვიტერის" ანგარიშიდან დაბლოკა 41 ადამიანი. "კონსტიტუციის პირველი შესწორება უკრძალავს პრეზიდენტს "ტვიტერის" მომხმარებლების დაბლოკვას მხოლოდ იმის გამო, რომ ისინი მას აკრიტიკებდნენ" - აცხადებს ინსტიტუტის ადვოკატი ქეითი ფალოუ.

ტრამპს "ტვიტერზე" 54 მილიონამდე მიმდევარი ჰყავს. სოციალურ ქსელზე კრიტიკოსების დაბლოკვა, მათ კომენტარის დაწერის და უშუალოდ პრეზიდენტისთვის პასუხის გაცემის საშუალებას აღარ აძლევს. თეთრ სახლს აღნიშნულ ფაქტზე კომენტარი არ გაუკეთებია.

Facebook Forum

XS
SM
MD
LG