ბმულები ხელმისაწვდომობისთვის

ტრამპი ჩინეთთან "ფანტასტიკური ურთიერთობის" პროგნოზს აკეთებს


შეერთებული შტატების პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა განაცხადა, რომ ამერიკას ჩინეთთან „ფანტასტიკური სავაჭრო ურთიერთობები“ ექნება, თუმცა ის განსხვავებული იქნება იმ ურთიერთობისგან, რომელიც ორ ქვეყანას შორის წინა პრეზიდენტების ადმინისტრაციების დროს იყო.

სამშაბათს, ბიზნეს ჯგუფების წარმომადგენლებთან შეხვედრაზე, ტრამპმა თქვა, რომ სურს ჩინეთს ისეთი სავაჭრო პოლიტიკა ჰქონდეს, რომელიც შეერთებულ შტატებს უფრო სამართლიანად მოექცევა.

ტრამპი ხშირად საუბრობს ჩინეთთან ვაჭრობაზე, როგორც დაუბალანსებელ ურთიერთობაზე და ამერიკელი მუშახელის სასარგებლოდ მის შეცვლას ცდილობს.

მას შემდეგ, რაც პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა ჩინურ პროდუქციაზე ტარიფების დადება გადაწყვიტა, პეკინმა საპასუხო ნაბიჯი გადადგა. ამერიკამ ჩინურ პროდუქციას 200 მილიარდი დოლარის ოდენობის ტარიფები დაუწესა, პეკინმა კი ამერიკაში წარმოებულ დაახლოებით 5 000 პროდუქტს დაადო ტარიფები, რაც ჯამში 60 მილიარდი დოლარია. ტარიფების ომს ბიზნეს წრეები ყურადღებით აკვირდებიან.

Facebook Forum

XS
SM
MD
LG