ბმულები ხელმისაწვდომობისთვის

ტრამპი ამერიკის სადაზვერვო სამსახურების წარმომადგენლებს შეხვდება


ამერიკის მომავალი პრეზიდენტი
ამერიკის მომავალი პრეზიდენტი

ამერიკის მომავალი პრეზიდენტი, დონალდ ტრამპი, რომელიც უარყოფს ამერიკის არჩევნებზე რუსეთის მხრიდან ჩარევის მცდელობას, დღეს სადაზვერვო სამსახურების მხრიდან ბრიფინგს მიიღებს. არჩეული პრეზიდენტის მიერ სადაზვერვო სამსახურების კრიტიკა უპრეცედენტო ნაბიჯია ქვეყნის ლიდერის მხრიდან. 5 იანვარს, ამერიკის სადაზვერვო სამსახურების მაღალჩინოსნები სენატის წინაშე წარსდგნენ და განაცხადეს, რომ რუსეთის ჩარევის კუთხით, სამხილები მტკიცეა. თუმცა მათივე თქმით, რთულია იმის გამორკვევა, რომ რუსეთი არჩევნებში ჩარევით დონალდ ტრამპს გამარჯვებაში დაეხმარა.

დონალდ ტრამპმა, TIME-ისთვის მიცემულ ინტერვიუში, რუსეთის გარშემო მიმდინარე განხილვებს "პოლიტიკური კუდიანთა დევნა" უწოდა.

XS
SM
MD
LG