ბმულები ხელმისაწვდომობისთვის

პენტაგონის შეფი ტრამპს სამხედრო ალიანსების შენარჩუნებისკენ მოუწოდებს


ობამა და ეშ კარტერი
ობამა და ეშ კარტერი

შეერთებული შტატების თავდაცვის მდივანი ეშ კარტერი ამბობს, რომ პრეზიდენტად არჩეულ დონალდ ტრამპის ადმინისტრაციას ნატო-სთან და აზია-წყნარი ოკეანის ქვეყნებთან პარტნიორობის შენარჩუნება მართებს, იმავდროულად კი რუსეთს პასუხი უნდა მოსთხოვოს სირიაში მის მისიაზე, რომელიც რუსეთის განცხადებით, ტერორისტებთან ბრძოლას და ომის დასრულების ხელშეწყობას გულისხმობს.

კარტერმა 2014 წელს, რუსეთის მიერ ყირიმის ანექსიაზე შეერთებული შტატების საპასუხო ნაბიჯებზე გაამახვილა ყურადღება, მათ შორის ერთობლივი სამხედრო წვრთნების გაძლიერებაზე და რეგიონში სამხედრო აღჭურვილობის წინასწარ განლაგებაზე.

კარტერმა განაცხადა, რომ პროგრესის უზრუნველსაყოფად და ევროპაში რუსული აგრესიის თავიდან ასაცილებლად და აღსაკვეთად, შეერთებულმა შტატებმა ნატოსთან თანამშრომლობა უნდა გააგრძელოს, რომელიც პრინციპული და ერთნაირად მოაზროვნე წევრებისგან შემდგარი, ძალის მქონე ალიანსია.

XS
SM
MD
LG