ბმულები ხელმისაწვდომობისთვის

ტრამპი დღეს იერუსალიმთან დაკავშირებულ გადაწყვეტილებას გამოაცხადებს


პრეზიდენტი დონალდ ტრამპი დღეს სპეციალურ განცხადებას გააკეთებს და იტყვის, რომ შეერთებული შტატები ისრაელის დედაქალაქად იერუსალიმს აღიარებს და საელჩოს თელავივიდან იერუსალიმში გადაიტანს.

გადაწყვეტილებას არაერთი გამოხმაურება მოჰყვა. რომის პაპმა ფრანცისკემ „უკიდურესი შეშფოთება“ გამოხატა ამ გადაწყვეტილებასთან დაკავშირებით. თურქეთმა კი „ისლამური თანამშომლობის ორგანიზაციის“ წევრთა შეკრება მოითხოვა საპასუხო ქმედების დასაგეგმად. ბრიტანეთის საგარეო საქმეთა მდივანმა თქვა, რომ მისი ქვეყანა თელავივიდან საელჩოს გადატანას არ აპირებს.

ისრაელის პრემიერ მინისტრ ბენიამინ ნეთანიაჰუს ამის შესახებ დღეს საჯაროდ არ უსაუბრია.

არაბულმა და მუსლიმურმა სახელმწიფოებმა ადრევე განაცხადეს, რომ ამერიკის საელჩოს ადგილმდებარეობის შეცვლასთან დაკავშირებით ნებისმიერი გადაწყვეტილება შესაძლოა დაძაბულობის გამწვავების მიზეზი გამხდარიყო რეგიონში. მათი მტკიცებით, ამით დასრულდება ამერიკის მცდელობა, რომ არაბულ სამყაროსა და ისრაელს შორის სამშვიდობო შეთანხმებას მიაღწიოს.

განცხადების გაკეთებამდე, პრეზიდენტი ტრამპი ტელეფონით ესაუბრა ახლო აღმოსავლეთის 5 ქვეყნის ლიდერს და მათ გადაწყვეიტლების შესახებ მოკლე ინფორმაცია მიაწოდა. მათ შორის იყვნენ ისრაელის პრემიერი, პალესტინელთა ლიდერი, იორდანიის მეფე, ეგვიპტის პრეზიდენტი და საუდის არაბეთის მეფე.

Facebook Forum

XS
SM
MD
LG