ბმულები ხელმისაწვდომობისთვის

პრეზიდენტ ტრამპს კორონავირუსი არ აქვს


შეერთებული შტატების პრეზიდენტს კოვიდ-19, იგივე კორონავირუსი არ აღმოაჩნდა. განცხადებას ამასთან დაკავშირებით თეთრი სახლის ექიმი შონ კონლი ავრცელებს.

დღეს დილით ცნობილი გახდა, რომ პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა ვირუსულ დაავადებაზე ანალიზი პარასკევს საღამოს აიღო. ამის შესახებ ტრამპმა ჟურნალისტებს თავად აუწყა. მან ასევე განაცხადა, რომ შენგენის ქვეყნებიდან მოგზაურობის აკრძალვასთან ერთად, შეერთებულ შტატებში იკრძალება ბრიტანეთის და ირლანდიის მოქალაქეების მიღება.

ექიმ შონ კონლის თქმით, მას პარასკევს საღამოს პრეზიდენტთან "სიღრმისეული განხილვა" ჰქონდა ანალიზის აღების აუცილებლობასთან დაკავშირებით, რის შემდეგაც ტრამპმა გადაწყვეტილება მიიღო. "ამ საღამოს, მივიღე დადასტურება, რომ ტესტზე პასუხი უარყოფითია" - აღნიშნავს ექიმი კონლი.

"ბრაზილიის დელეგაციასთან მარალაგოში გამართული სადილიდან ერთი კვირის შემდეგ, პრეზიდენტს სიმპტომები არ აღინიშნება" - ამბობს თეთრი სახლის ექიმი.

ის ასევე აცხადებს, რომ ყოველდღიურ კონტაქტში იმყოფება დაავადებათა კონტროლის და პრევენციის ცენტრთან და თეთრი სახლის საგანგებო დანიშნულების ჯგუფთან. ისინი ყველა ღონეს ხმარობენ, რომ ვირუსის გავრცელების შემცირება მოხდეს.

Facebook Forum

XS
SM
MD
LG