ბმულები ხელმისაწვდომობისთვის

ტრამპის მომხრეებსა და მოწინააღმდეგეებს შორის, საპროტესტო აქციაზე შეტაკება მოხდა


კვირას, ვაშინგტონში, პრეზიდენტ ტრამპის მოხმრეების მიერ გამართულ საპორტესტო აქციაზე, პრეზიდენტის მომხრეებსა და მოწინააღმდეგეებს შორის დაპირისპირება მოხდა. აქციაზე გამოსულები აპროტესტებდნენ არჩეული პრეზიდენტის, ჯო ბაიდენის, გამარჯვებას.

შეტაკებების შედეგად, ოთხი ადამიანი დანით მიყენებული ჭრილობების გამო, საავადმყოფოში გადაიყვანეს, ხოლო 23 მოქალაქე დააკავეს. ინფორმაციას ქალაქის პოლიციის დეპარტამენტი ავრცელებს.

ვაშინგტონში პრეზიდენტ ტრამპის ათასობით მომხრე შეიკრიბა ქალაქის ქუჩებში მოწოდებებით, რომ ტრამპი დარჩენილიყო პრეზიდენტის თანამდებობაზე. დემონსტრაცია ამერიკის რამდენიმე სხვა ქალაქშიც ჩატარდა, მათ შორის, იმ ქალაქებშიც, სადაც პრეზიდენტის იურისტების ჯგუფმა ვერ შეძლო სასამართლოში არჩევნებთან დაკავშირებით საქმეების მოგება.

საპროტესტო აქციები კვირების განმავლობაში მიმდინარეობდა, თუმცა პრეზიდენტმა ტრამპმა თავის ტვიტერზე ასეთი რამ დაწერა: "ათასობით ადამიანი გამოვიდა ვაშინგტონში, რომ შეაჩეროს მოპარვა. არ ვიცოდი ამის შესახებ, თუმცა მათ ვნახავ!".

უზენაესმა სასამართლომ, ტეხასში, პარასკევს, არ დააკმაყოფილა პრეზიდენტის გუნდის სასამართლო საჩივარი არჩევნების შედეგებთან დაკავშირებით. ამით დასრულდა ტრამპის ბრძოლა არჩევნებთან დაკავშირებით. დღეს, საარჩევნო კომისია შეიკრიბება და ოფიციალურად გამოცხადებს არჩევნების საბოლოო შედეგებს.

Facebook Forum

XS
SM
MD
LG