ბმულები ხელმისაწვდომობისთვის

თეთრი სახლი ვაქცინის დღეს დამტკიცებას ითხოვს 


თეთრი სახლი "ფაიზერის" მიერ შექმნილი კოვიდ19-ის საწინააღმდეგო ვაქცინის დამტკიცებას დღესვე ითხოვს. ინფორმაცია ცოტა ხნის წინ "ვაშინგტონ პოსტმა" სანდო წყაროზე დაყრდნობით გაავრცელა. გამოცემა ამბობს, რომ დონალდ ტრამპის ადამინისტრაციის ხელმძღვანელმა მარკ მედოუსმა ამერიკის სურსათისა და წამლის ადმინისტრაციის ხელმძღვანელს ერთგვარი ულტიმატუმი წაუყენა.

მედოუსი "ფაიზერის" მიერ შექმნილი ვაქცინის დამტკიცებას დღეს ელოდება, წინააღმდეგ შემთხვევაში ფიქრობს, რომ FDA-ის ხელმძღვანელმა თანამდებობა უნდა დატოვოს.

ამ ინფორმაციის გავრცელებამდე, ამერიკის შეერთებული შტატების პრეზიდენტმა ტვიტერში დაწერა, რომ ამერიკის სურსათისა და წამლის ადმინისტრაცია "დიდი ძველი ნელი კუა". პრეზიდენტი ტრამპი ფიქრობს, რომ ვაქცინაციის პროცესი სწრაფად უნდა დაიწყოს.

"შეწყვიტეთ თამაშების თამაში და დაიწყეთ სიცოცხლეების გადარჩენა!!!"- წერს ამერიკის 45-ე პრეზიდენტი დონალ ტრამპი სოციალურ ქსელში.

შეერთებული შტატების საკვების და მედიკამენტების ფედერალური ადმინისტრაციის პანელის წევრებმა გუშინ ხმა მისცეს "ფაიზერ-ბიონტექის" კოვიდ-19-ის ვაქცინის დამტკიცებას. 22 დამოუკიდებელი ექსპერტისგან შემდგარი ჯგუფი ხუთშაბათს საათობით განიხილავდა, უსაფრთხო და ეფექტურია თუ არა ამ კომპანიათა ერთობლივი ვაქცინა ამერიკელებისთვის.

კენჭისყრის წინ, დაძაბული განხილვის თითოეული პუნქტი ერთი კითხვით შეჯამდა: "სამეცნიერო მტკიცებულებათა საერთო მოცულობაზე დაფუძნებით, გადაწონის თუ არა "ფაიზერ-ბიონტექის" კოვიდ-19-ის ვაქცინის ეფექტურობა მის რისკებს, რათა მისი გამოყენება 16 წლის ზევით ინდივიდებზე მოხდეს"? ექსპერტებიდან 17-მა "ფაიზერის" ვაქცინის დამტკიცებას დაუჭირა მხარი, 4 წინააღმდეგი წავიდა, ერთმა კი თავი შეიკავა.

Facebook Forum

XS
SM
MD
LG